აქტუალური
„ატლანტიკურ საბჭოში და ჰერიტიჯის ფონდში გამართულ შეხვედრებზე... ვისაუბრეთ გლობალური მასშტაბით ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობაზე და ბუნებრივია, რუსეთზე. მთავარი აქცენტი ამ შეხვედრების ფარგლებში გაკეთდა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად შეგვაიარაღონ მყარი არგუმენტებით, გეგმით, სტრატეგიით, რომლითაც უნდა მოქმედებდეს საქართველო რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ. ვთხოვეთ, რომ მათ ფასილიტაცია გაუწიონ ჩვენს გზავნილებს, მოთხოვნილებებს და საქართველოს უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელ არგუმენტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებების მიმღებებთან“, - განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.