უცხოეთი
ხაჯიმბა: „ეს იმის მაჩვენებელია, თუ ბოლო წლებში რამდენად ჩავიკარგეთ იმ საკითხებში, რომ ჩვენ - ამ ომში გამარჯვებულები დღეს იმით დავკავდით, რომ მზად ვართ თავი დავუხაროთ მტერს“

1hajimb-zar-1-anსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. როგორც Sputnik Абхазия იუწყება: „ბოლო ხანს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება აფხაზეთის მოქალაქეთა ჯგუფების გამგზავრების საკითხი თბილისში. აღსანიშნავია, რომ ისინი იქ არავის გაუგზავნია“, - განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ტყვარჩელის რაიონის აქტივის კრებაზე 19 აგვისტოს. „ეს მაჩვენებელია იმისა, თუ ბოლო წლებში რამდენად ჩავიკარგეთ იმ საკითხებში, რომ ჩვენ - ამ ომში გამარჯვებულები დღეს იმით დავკავდით, რომ მზად ვართ თავი დავუხაროთ მტერს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხით რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავდა.