უცხოეთი
„ყირიმში სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხე გარე ძალების მხრიდან ნარჩუნდება, დივერსიისა და სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობის განსახორციელებლად მზადდება კადრები, ეს რისკები გასათვალისწინებელია“ - პუტინი

1destab-zar-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. პუტინის ინფორმაციით, მიმდინარეობს დივერსანტების აქტიური მომზადება ყირიმში დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოსაწვევად. როგორც РИА Новости წერს, ეს განცხადება პუტინმა ყირიმში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"აშკარაა, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ გარკვეულმა გარე ძალებმა ყირიმში არეულობის პროვოცირება სცადონ. შესაძლოა ადგილობრივების ნაციონალური გრზნობები გამოიყენონ, ისრგებლონ ადგილობრივი ხელისუფლების შეცდომებით და მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომას დესტრუქციული მიმართულება მისცენ",- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით ყირიმში ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ აქტიურად საუბრობენ მთელ რიგ დედაქალაქებში.

"იქმნება შესაბამისი სტრუქტურები, ამზადებენ კადრებს დივერსიებისა და საბოტაჟის მოსაწყობად“,- განაცხადა პუტინმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რომელი სახელმწიფოების დედაქალაქებს გულისხმობდა.

პუტინის თქმით, შექმნილ ვითარებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ვალია, მყისიერი რეაგირება მოახდინონ სიტუაციის არევის მცირე გამოვლინებაზეც. ამასთან, პუტინმა ხელქვეითებს სიტუაციის ზედმეტად დრამატიზებისაგან თავის შეკავება ურჩია.