უცხოეთი
სენსაცია! ჯონ მაკკეინმა საჯაროდ აღიარა, რომ „აშშ-ის პრობლემა პუტინი, ჩინეთი და სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლებაა სხვადასხვა ქვეყანაში!” საინტერესოა, რას იტყვიან ახლა USA-ქართველი პოლიტიკოსები ამერიკულ თავისუფლებასა და დენოკრატიაზე?!

zarub-2-anსაქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. წინა კვირას ჯონ მაკკეინი ლატვიაში ჩავიდა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ახალი შენობის გახსნაზე, რომელიც კიბერ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ასევე პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაზეა სპეციალიზებული. 21 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „MEDUZA“-თან ინტერვიუში სენატორმა, კერძოდ, განაცხადა:

„ყველა ეს საკითხი ჩემს, როგორც შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის კომპეტენციაშია. ახალი ტექნოლოგეიბი დღეს ჩვენთვის მთავარ სირთულეს, მთავარ გამოწვევას წარმოადგენენ. ახალ ტექნოლოგიებში ვგულისხმობ როგორც პროპაგანდისა და სიცრუის გავრცელებას,ა სევე ინტერნეტის მეშვეობით „ისლამურ სახელმწიფოში“ გადაბირებასაც. ცენტრი, რომელიც აქ გავხსენით, დაგვეხმარება ამ პრობლემებთან გამკლავებაში. რასაკვირველია, პრობლემის ნაწილი - ვლადიმერ პუტინია, თუმცა, პრობლემა უფრო მოცულობითია, ვიდრე პუტინი. არის კიდევ ჩინეთი, კიბერუსაფრთხოება, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში. ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმაში, თუ როგორ ვუმკლავდებით მთელ ამ გამოწვევებს.

... ვლადიმერ პუტინსა და რუსულ აგრესიაზე საუბრისას, გამონათქვამებსა და დახასიათებაში წინდახედულობაა საჭირო. ნათელია, რომ უკრაინაში მომხდარი რუსეთის მხრიდან აგრესიის შედეგია. ე. წ. სეპარატისტები, შესაძლოა რუსები არ არიან, თუმცა, გაწვრთნილი არიან რუსეთში და რუსულ შეიარღებას იყენებნ. ამავდროულად, არ შეიძლება ისეთი განცხადებებით გამოსვლა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც, როგორც იტყვიან, ახალი ცივი ომის ხელახლა გაჩაღება მოჰყვება. კითხვაზე პასუხად, თუ რატომ მოვედით აქ, ყველაზე უკეთ რონალდ რეიგანმა უპასუხა: „ძალისმიერი მშვიდობისთვის“.

... აშშ-ის მთავრობამ სამარცხვინო რეაგირება მოახდინა. მარტო ის, რომ ჩვენ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება მივაწოდეთ, უკვე სამარცხვინოა! ეს ამერიკის ისტორიაში სამარცხვინო თავია!... ჩვენ სადაზვერვო მონაცემების გადასაცემადაც არ ვართ მზად. ჩვენ დავიწყეთ სასწავლო პროგრამები და ეს კარგია, თუმცა, მთლიანობაში - და ეს ზუსტად ვიცი - უკრაინელი ხალხი ჩვენით ძალიან განხიბლულია და ამის ყოველგვარი საფძველი აქვს.

... რა თქმა უნდა, 1990-იან წლებში რუსებს სირცხვილისა და დამცირების გადატანა მოუხდათ. საშინელი დამნაშავეობა სუფევდა, ყვაოდა კორუფცია. რუსები ძალიან ამაყი ხალხია და, რა თქმა უნდა, რცხვენოდათ. პუტინი ძლიერი ადამიანია. ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალური სიამაყე ააღორძინა. ეს ფაქტია, პუტინმა გამოიყენა ხალხის ემოციები და ისინი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. თუმცა ახლა ახალი სირთულეები გამოჩნდა - იმ ძალისა და პრესტიჟის საფასურს, რომელიც, როგორც რუსებს მიაჩნიათ, პუტინმა რუსეთს დაუბრუნა, ეკონომიკური კრიზისით იხდიან. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას შეუძლია რუსკების წონ-დაწონვა, ზარალის დათვლა. სწორედ ამიტომ მე მხარს ვუჭერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ახლა ის კმაყოფილდება იმით, რომ ნაწილ-ნაწილ ართმევს უკრაინას, საქართველოს, ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტესტირებას - ანუ უყურებს, კიდევ რას გაუძლებს ბაზარი. ასე რომ, ძალიან ბევრი რამაა  დამოუკიდებული იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მომავალი აგრესიის შედეგები, ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის... და როცა ამაზე ფიქრობ, გესმის, რომ პუტინი ძალიან სახიფათო ადამიანია“...

კონსტანტინ ბენიუმოვი
რიგა