უცხოეთი
ამერიკელი პოლიტოლოგი სტივენ კოენი: „თუ ამერიკელი და სხვა დასავლეთელი ინსტრუქტორების მიერ ნახევრად გაწვრთნილი კიევი დონბასზე შეტევას დაიწყებს, კიევის არმია ან სერიოზულად დამარცხდება, ანდა მთლიანად განადგურდება. იქ არავითარი არმია აღარ დარჩება“

zarub-3საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელმა პოლიტოლოგმა სტივენ კოენმა განაცხადა იმ ზოგიერთი შემაშფოთებელი ნიშნის შესახებ, რომელთა მიხედვითაც კიევის ხელისუფლება დონბასზე თავდასხმას გეგმავს.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამერიკელი და სხვა დასავლეთელი ინსტრუქტორების მიერ ნახევრად გაწვრთნილი კიევი დონბასზე იერიშს დაიწყებს, კიევის არმია მისი ამჟამინდელი სახით ან დიდ დანაკლისს განიცდის, ანდა მთლიანად განადგურდება. მეტ იქ არავითარი არმია აღარ დარჩება“, - მოჰყავს მისი სიტყვები „რია ნოვოსტი“-ს.

კოენის აზრით, არსებობს სამი შესაძლო მიზეზი, რომელთა გამოც კიევი შესაძლოა ქვეყნის აღმოსავლეთით კონფლიქტის შემდგომ ესკალაციაზე წავიდეს. ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლებას ესმის, რომ მძიმე პოლიტიკურ ვიტარებაში არმოჩნდა და ახალ სამხედრო კამპანიას ხალხის მხრიდან მხარდაჭერის მიღების ერთადერთ საშუალებად აფასებს.

მეორეც, კიევს არანაირ გარემოებებში არ სურს მინსკის შეთანხმების პუნქტების დაცვა და რაკიღა იგი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე, ესე იგი ომი უნდა გააგრძელოს.

„ასე რომ, ეს შესაძლოა მინსკის ხელშეკრულებებისგან თავის არიდების საშუალებად იქცეს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

„მესამე მიზეზი ისაა, რომ კიევზე ზეწოლას ახდენს დასავლეთი, რათა მან იერიში დაიწყოს. და ამის ერთ-ერთიდ მტკიცებულება ის ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ინსტრუქტორს აგზავნიან აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან არა - ნაციონალური გვარდიის, არამედ უკრაინის რეგულარული არმიის გასწვრთნელად“, - დასძინა მან.

კოენის თქმით, თუ სახალხო მოლაშქრეები უკრაინელ ძალოვნებს დაამარცხებენ, კონფლიქტში შესაძლოა აშშ ჩაერთოს, ეს კი, „დომინოს პრონციპით“ რფ-ის მხრიდან საპასუხო რეაქციის პროვოცირებას მოახდენს.

აშშ-სა და ნატოს რეაქცია რუსეთთან ომს გამოიწვევს. და „ომი“ ნიშნავს ბირთვული იარაღის მქონე ორი ნაციის შეჯახებას. ასე რომ, კატასტროფის ალბათობა არსებობს“, - დასძინა მან.

პოლიტოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ კიევის ხელისუფლება ამ „გიჟურ ნაბიჯს“ არ გადადგამს, თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარება არ გამორიცხა.