უცხოეთი
სააკაშვილი ზეიმობს! „24 აგვისტოდან უკრაინა დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნების სივრცეში დამნაშავეების ძებნისა და მათ შესახებ ინფორმაციების გაცვლის სისტემიდან გამოდის“ - განაცხადა არსენი იაცენიუკმა

1zarub-2-analitსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. კიევის პრემიერის თქმით, უკრაინის მიერთება ინტერპოლის მონაცემთა ბაზაზე ნიშნავს, რომ ის ახლა „ძებნის საერთაშორისო ერთიანი სისტემის ნაწილი გახდა“. პირველად უკრაინის განზრახვის შესახებ, გამოვიდეს დსთ-ის ძებნის სისტემიდან და თანამეგობრობის ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობა შესთავაზოს, იანვარში უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში უკრაინამ შეაჩერა დსთ-ში თავმჯდომარეობა, თუმცა, ოქტომბერში კიევში განაცხადეს, რომ გადაიფიქრეს თანამეგობრობის დატოვება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინის თქმით, დსთ-დან მისი ქვეყნის გასვლა ამ ეტაპზე არამიზანშეწონილია; თუმცა, აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა, კიევი მონაწილეობს დსთ-ის ღონისძიებებში, როცა მას „რაიმეს მიღწევა სჭირდება“. როგორც მარტში მედია იუწყებოდა, უკრაინას, რომელიც ოფიციალურად არ გასულა დსთ-დან, ორგანიზაციის 84.3 მლნ რუბლის დავალიანება აქვს, 2014 წელს აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის უზრუნველყოფისთვის. ამ პირობებში თანამეგობრობიდან ქვეყნის იძულებით გარიცხვა შეუძლიათ. ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს აზრით, დსთ-დან უკრაინის გასვლა მოსალოდნელი არ არის, თუმცა დე-ფაქტო ის წყვეტს თავის მონაწილეობას ორგანიზაციაში საერთო ბიუჯეტის დაფინანსების შეწყვეტით.