პოლიტიკა
მსხვილი ინდური კომპანიები - Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ - პოტენციურ ინვესტორებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა

1-pol-indusiსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. კომპანიების ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან თბილისში, წყალტუბოში, ბათუმსა და მესტიაში ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელისა და პროფესიონალური გოლფის მოედნის მშენებლობა-ოპერირებით, ასევე - ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის შეძენით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი საქართველოში ინდური ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდება.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, ბიზნესგარემოს კუთხით, მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა.
ინდური კომპანიების ხელმძღვანელები, ტურიზმის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის მიზნით, საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებიან.