უცხოეთი
„ჩამოსული ხალხის უმეტესობა პოლიტიკური დევნილები არ არიან, კმარა ფრანგებისთვის ზღაპრების მოყოლა!“ - ლე პენმა დაადასტურა საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსია

1-marin-zarub-3საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ თავმჯდომარე მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ზარავს ევროპის ქვეყნების მთავრობების უმოქმედობა იმიგრანტების პრობლემასთან დაკავშირებით და მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინონ ნაციონალური საზღვრები.

მზარავს ჩვენი ხელისუფლებების უმოქმედობა, ძალია შეშფოთებული ვარ - შედეგად მილიონ ნახევარი ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოსვლას შეეცდება, - განაცხადა მან ორშაბათს ფრანგული ტელეარხი  I-Tele-ს ეთერში, - შენგენის ზონის შექმნასა და ევროკავშირის შიდა საზღვრების გაუქმებასთან ერთად მეტად აღარ დარჩა რაიმე საშუალება, ამ მასობრივ გადაადგილებებს ფიზიკურად შევეწინააღდმეგოთ“.

მისი თქმით, „აუცილებელია სასწრაფოდ აღდგეს ნაციონალური საზღვრები, ეს პირველხარისხოვანი პირობაა, შემდეგ კი უკვე საჭირო იქნება იმიგრაციის შეწყვეტის პოლიტიკის ამოქმედება“.

ლე პენი მიიჩნევს, რომ მათ გარშემო, ვისაც ევროკავშირში თავშესაფრის მიღება სურს, უკვე ჩამოყალიბდა უკანონო იმიგრაციის ახალი ქსელები. „ჩამოსული ადამიანების უმეტესობა პოლიტიკური დევნილები როდი არიან. კმარა ფრანგებისთვის ზღაპრების მოყოლა“, - განაცხადა მან.

P. S. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ქართული ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არალეგალთა ნაკადების თაობაზე განაცხადა შემდეგი: „ამ მიგრანტების ნახევარს შეადგენენ არა ბედშავი დევნილები, რომლებიც ომს გაურბიან, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები -  ახალგაზრდა მამაკაცები, ქალები და ბავშვებიც კი, რომლებიც მიგრანტთა საფარქვეშ შედიან ევროპის ქვეყნებში, რათა „ურწმუნოებს“ ჯიჰადი მოუწყონ, ხოლო კავკასიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ვილაიეთი შექმნან...