უცხოეთი
OPEC დიალოგისკენ მოუწოდებს ნავთობის ყველა მსხვილ მომპოვებელს - ამ ფონზე Brent-ის ფასმა ბარელზე 52.5$-ს გადააჭარბა

1barel-zar-2საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ტას-ის ცნობით, ნავთობზე მსოფლიო ფასების სტაბილიზაციისათვის OPEC მზადაა მოლაპარაკებების საწარმოებლად ნავთობის ქვეყანა-მომპოვებლებთან, რომლებიც აღნიშნულ ორგანიზაციაში არ შედიან.

„როგორც უკვე არაერთხელ განაცხადა ორგანიზაციამ სხვადასხვა ღონისძებაზე, OPEC მზადაა მოლაპარაკებების გასამართავად ყველა სხვა ნავთობმწარმოებელთან. თუმცა, ეს „ერთ სათამაო მინდორზე“ უნდა მოხდეს. ორგანიზაცია თავის ინტერესებს დაიცავს. თანამშრომლობა იყო და რჩება საკვანძოდ ნავთობის ბაზრის მომავლისთვის, ამიტომ ასე მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს შორის გაგრძელდეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის ცნობაში. ამ ფონზე კი Brent-ის ფასმა ბარელზე 52.5$-ს გადააჭარბა.