პოლიტიკა
"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული არჩევანი, რომელიც არასდროს გადაიხედება, რადგან ეს არის ხალხის არჩევანი და არჩევანი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს. ეს არასდროს გადაიხედება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა არა მხოლოდ ჩვენს კონტინენტზე, არამედ ყველა კონტინენტზე. ერთი არის ჩვენი პოლიტიკური კურსი და მეორე ყველა სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავატარებთ",- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.