უცხოეთი
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 70 წლისთავის საპატივცემულოდ პეკინში სამხედრო აღლუმი გაიმართა
1-zar1-analit-soldatikiსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პეკინში, მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის თავზე ცნობილ ტიანანმენის მოედანზე გაიმართა გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის გამარჯვებას იაპონიაზე.
აღლუმზე, ჩინეთის დედაქალაქში, თავი მოიყარეს ორმოცდაათამდე ქვეყნის ლიდერებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის გაეროს გენმდივანმა პან გი მუნმა.
გრანდიოზულ ღონისძიებაზე რუსულ დელეგაციას უძღვებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. აღლუმის დასრულებისთანავე, რომელიც გამოაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი კეციანმა, ცაში გაუშვეს „მშვიდობის თეთრი მტრედები“ და უამრავი ფერადი საჰაერო ბუშტი. აღლუმში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 12 ათასმა სამხედრომ, რომელთაგან ათასი წარმოადგენდა უცხოურ სახელმწიფოებს, გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 200-ზე მეტი თვითმფრინავი.
უცხოურ სამხედრო ძალებში შემავალი ქვეყნები იყო: რუსეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, მექსიკა, მონღოლეთი, კუბა, ეგვიფტე, ყაზახეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, კამბოჯა, ლაოსი, ფიდჯი, ბენესუელა, ვანუატუ და ციმბირი.
მაცხოვრებლებსა და სტუმრებს წარუდგინეს 40 განსხვავებული ტიპის სამხედრო ტექნიკა, ასევე 20 სახეობის თვითმფრინავი და საჰაერო ვერტმფრენი. უწინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღების 80%  პირველად იქნა ნაჩვენები პეკინში.