უცხოეთი
ბერლინმა ჰუსეინისა და კადაფის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები შეცდომად აღიარა, რითაც ირიბად დაადასტურა საქინფორმის ვერსია

1-zar3-analit-ktototamსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა შაბათს განაცხადა, რომ ლიბიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციები შეცდომა იყო.

აღნიშნული განცხადება გამოწვეული იყო ლტოლვილთა სულ უფრო მზარდი პრობლემბით ევროკავშირში. შტაინმაიერის თქმით, ის ერაყში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგი იყო და, მისდა სამწუხაროდ, ამ შეცდომიდან გაკვეთილი ვერ იქნა მიღებული. ლიბიაში ასევე გადაიდგა ნაბიჯები, რომელთა შედეგებიც არავის გაუთვლია.

რაც უფრო მეტხანს იქნება ლიბია დაღმავლობის მდგომარეობაში, მით უფრო მყარი იქნება ლტოლვილთა ნაკადი ამ რეგიონიდან“, - განაცხადა გერმანიის პრემიერმა.

2011 წელს, ქვეყნის ლიდერი კადაფის დამხობისა და მკვლელობის მომენტიდან ლიბია მწვავე კრიზისის პერიოდშია. ორხელისუფლებიანობის შედეგად საერთოდ არ კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ლიბიის რაიონები. ქვეყნიდან გაედინება იარაღის ნაკადი, რომელიც ექსტრემისტების ხელში ხვდება.

2003 წელს, ერაყში ამერიკული ჯარების შეყვანის შემდეგ სერიოზულმა კონფესიათაშორისმა შუღლმა იფეთქა. სუნიტური უმცირესობა, რომელიც ერაყის მეთაური სადამ ჰუსეინის მმართველობისას ხელისუფლების სათავეში იყო, მისი დამხობის შემდეგ, ხელში ქვეყნის მმართველობა აღებული შიიტების ოპოზიციაში აღმოჩნდა. სირიაში 2011 წლის მარტიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც, გაეროს მონაცემებით, 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.

P. S. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ორშაბათს, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ქართული ყოველკვირეული გამოცემა „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არალეგალთა ნაკადების შესახებ შემდეგი რამ განაცხადა: „ამ მიგრანტების ნახევარს შეადგენენ არა ბედშავი დევნილები, რომლებიც ომს გაურბიან, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები - ახალგაზრდა მამაკაცები, ქალები და ბავშვებიც კი, რომლებიც მიგრანტთა საფარქვეშ შედიან ევროპის ქვეყნებში, რათა „ურწმუნოებს“ ჯიჰადი მოუწყონ, ხოლო კავკასიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ვილაიეთი შექმნან...