უცხოეთი
„ჩვენ მხოლოდ დაუსრულებელი და უმაქნისი სიტყვების ნაკადი გვესმის!" - ოდესაში საზოგადოებრივი ტუალეტების უნიტაზები ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილის ფოტოსურათებმა დაამშვენა...

1ugost-zar-1-anსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის „ანტიმაიდანის“ აქტივისტებმა, რომლებიც უკმაყოფილო არიან ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკით, 24 აგვისტოს ოდესაში უჩვეულო აქცია გამართეს. ოდესის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტების უნიტაზებში მათ სააკაშვილის ფოტოსურათები მოათავსეს. ამასთან, აქტივისტებმა გუბერნატორის გამოსახულების გაკვრა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ტუალეტებშიც მოახერხეს, სადაც ამჟამად სააკაშვილი მუშაობს! ფოტოზე გამოსახული სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავს და იქვე არის წარწერაც: „ნუ დაამუხრუჭებ. გაუმასპინძლდი!“.

„უკმაყოფილო ვართ, რომ ოდესას არაადექვატური ადამიანი მართავს! უკმაყოფილო ვართ მისი პოპულიზმით. ოდესელებს შედეგი სჭირდებათ! არავიარი რეალური საქმეები სააკაშილსა და მის გუნდს არ გაუკეთებიათ! ჩვენ მხოლოდ დაუსრულებელი და უმაქნისი სიტყვების ნაკადი გვესმის!“, - განაცხადა ოდესის „ანტიმაიდანის“ აქტივისტმა დიმიტრი კოლესნიჩენკომ. ამ უჩვეულო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ აქციებს, სანამ სააკაშვილი არ გადადგება.