პოლიტიკა
„ELBIT Systems-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი. მე ვიცი, რომ სააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია", - აღნიშნა პრემიერმა.