აქტუალური
"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" განვითარებას იწყებს

smartროგორც საქინფორმს "ვისოლიდან" აცნობეს, დღეს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტის პრეზენტაცია გაიმართება. მათივე ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ახალი წლიდან მთელს საქართველოს მოიცავს, "სმარტის" ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. ამასთან, როგორც "ვისოლში" აცხადებენ, "ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მაღალი ხარისხი, ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები, კომფორტული კაფე, სრული მომსახურების მქონე ინტერნეტ ზონა, აფთიაქი, სწრაფი გადახდის აპარატი, ბანკომატი, "უნიქარდით" ქულების დაგროვების საშუალება, სასიამოვნო გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის.