ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. აღინიშნა
NDI–ის დამხმარე პროგრამებისა და სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.