პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ახალ ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, არსებობს დიდი დაინტერესება როგორც ამერიკული, ისე ჩინური კომპანიების მხრიდან

1-irakl-polit-2-analitსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „თანამედროვე აბრეშუმის გზა“ განაცხადა. პრემიერ–მინისტრი  მიიჩნევს, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანაა ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის.

„მაგალითად, რამდენიმე თვის წინ საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდა ცხრა დღეში. ეს იყო პირველი საცდელი მატარებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტრანსპორტირების დრო შემცირდება, ასევე 7 000 კილომეტრით შემცირდება დისტანცია. ანუ, აქ ლაპარაკია ფულის დაზოგვაზე, დროის დაზოგვაზე. ასე რომ, ვთვლი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან და, ზოგადად, აკავშირებს აზიასა და ევროპას ამ უმოკლესი მარშრუტის მეშვეობით.

ვთვლი, რომ ამ პროექტში საქართველოს შეუძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება, –განმარტა პრემიერმა.

დისკუსიის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია,  ქვეყანა მშვიდობის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის ცენტრად იქცეს, რაც საქართველოს ისტორიული მისია.