პოლიტიკა
„მნიშვნელოვანია რომ ევროპაში ზუსტად ესმოდეთ რეგიონში არსებული რეალური ვითარება და იმ გამოწვევების სიმძიმე, რომელშიც დღეს საქართველოა” - ხიდაშელის ვიზიტი ევროპაში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო

1-collega-polit-3საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ტომას სიემონიაკმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ოფიციალური თბილისის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული ვითარებაც შეაფასეს და საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატოსთან თავსებადობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კოლეგასთან 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე“ და საქართველოსთვის სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და დაუშვებელია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების განცალკევებულად განხილვა. ამ გზაზე, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ნატოინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია.