პოლიტიკა
ტყიბულის 150-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში “Dongfang Electric” ერთვება - შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორპორაციის გენდირექტორ სი ზეფუსას შორის დალიანში გაიმართა
1-dong-polit-2-analitსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. პროექტი, რომელსაც „საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი"Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 180-200 მლნ აშშ დოლარია. მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული უმსხვილესი ჩინური ჰოლდინგი „Dongfang Electric“დიდ როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს. კომპანია ასევე მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტროგადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლის მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები.
“Dongfang Electric"-ი იკავებს წამყვან პოზიციას ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში და ანხორციელებს პროდუქციის ექსპორტს 30-ზე მეტ ქვეყანაში.