პოლიტიკა
ქართული ღვინის კომპანია ღვინის ექსპორტს იწყებს - დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და საქართველოს ღვინის კომპანიას შორის -ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1-gvino-pol-3-mtსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. CCtv News-ის ჟურნალისტთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, აბრეშუმის გზის პერპექტივებსა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.

ინტერვიუ ჩინეთის ცენტრალური არხის ეთერში 12 სექტემბერს გადაიცემა.

1-gvino-polit-3-qvem