საზოგადოება
წალენჯიხის რაიონის რამდენიმე სოფლის სკოლა გათბობის გარეშე დარჩა

walenjixa-skola„ახალი მემარჯვენეების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დავით ბელქანიას ინფორმაციით, რაიონის სკოლებში, ზამთრის სეზონის დადგომის მიუხედავად, გათბობა ჯერ არ აქვთ. ესენია: ჯვარის № 3 საშუალო, ნაკიფუს, ფახულანის, წალენჯიხის № 1 საშუალო სკოლები. „ეს სკოლები მე თვითონ შემოვიარე და, მიუხედავად იმისა, რომ რაიონში საკმაოდ აცივდა, ამ სკოლებში გათბობის სეზონი არ დაწყებულა. ასეთივე მდგომარეობაა რაიონის სხვა სოფლების სკოლებშიც,“ – განაცხადა ბელქანიამ.