პოლიტიკა
ლეიბორისტული პარტიის ოფისის პირდაპირ საეჭვო ჩემოდანი იპოვეს

chemodaniროგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, საეჭვო ჩემოდნის შემჩნევის შემდეგ,   საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ, გამოიძახეს გამნაღმველთა ჯგუფები. გამნაღმველებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ჩემოდანში არაფერი იდო. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები მზია აფრიდონიძე აცხადებს, ეს ფაქტი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა 28 ნოემბერს განხორციელებულ აფეთქებას დაუკავშირეს, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რამდენიმე შენობა. 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ, მოსახლეობა შეშინებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა. მისი აზრით, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი გამოვლინება ტერორისა და ხალხის დაშინებისა, მიმართულია უშუალოდ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მათი პოლიტიკური აქტივობის შეჩერებას.