საზოგადოება
მაშველები მესტიაში თოვლქვეშ მოყოლილ ალპინისტს ეძებენ

alpinistiუბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. ორი ალპინისტი ზვავში მოყვა. ერთ-ერთმა მათგანმა თოვლიდან გამოსვლა შეძლო და უახლოეს სოფლამდე მიაღწია. მაშველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სამაშველო სამუშაოები დილიდან დაიწყეს, თუმცა ზვავის ჩამოწოლის ადგილამდე ტექნიკის მიყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თოვლში ჩარჩენილი მთამსვლელის ძებნა დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.