პოლიტიკა
„საქართველოში მოქმედი სამართლებრივი დაცვის ცენტრში იურიდიული დახმარება ორი ათასმა ადამიანმა მიიღო ორი წლის განმავლობაში“ - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა სამართლებრივი დაცვის ლტოლვილთა ალექსანდრ ბეჟენცევმა

1-ale-pol-2-anსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრი  საქართველოში  2013 წლის 1 ივლისს დაფუძნდა. ცენტრის მთავარი მიზანი საქართველოში რუსი თანამემამულეებისთვის  სრულყოფილი სამართლებრივი და სხვა აუცილებელი მხარდაჭერის აღმოჩენაა მათი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
"ჩვენ მუშაობა დავიწყეთ პირველ ივლისს და  აქტიურად გავუწიეთ ხალხს კონსულტაციები უკვე 15რიცხვიდან. ასე რომ, 2013 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 30 ივნისამდე  განხორციელდა 1 702 ინდივიდუალური კონსულტაცია. მათგან 1 441 - კონსულტაცია სამოქალაქო საქმეებზე და 261 - კონსულტაცია სისხლის სამართლის საქმეებზე", - განაცხადა ბეჟენცევმა.

ორგანიზაცია აწყობს გასვლით სემინარებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც რუს თანამემამულეებს აცნობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზას და არიგებს შესაბამის ცნობარებს. "ჩვენ ვიყავით აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლშიც, ქვემო ქართლშიცა და კახეთშიც და ა.შ. ძირითადად, ჩვენ ვატარებთ სემინარებს   რუსი თანამემამულეებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც აქტიურად მუშაობს მათი ორგანიზაციები. სემინარების დროს ჩვენ ვაცნობთ ინფორმაციას მსმენელებს ჩვენი პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ... სემინარების დროს, ჩვენი იურისტები კითხულობენ ლექციებს სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სფეროში“, - განაცხადა სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძემ.

რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრს საქართველოში აქვს საკუთარი ვებპორტალიც www.pravfond.ge, სადაც განთავსებულია საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები, ასევე, საქართველოს კონსტიტუცია. ორგანიზაციის თანამშრომლები ასევე ატარებენ ონლაინ კონსულტაციებს და ესაუბრებიან მოქალაქეებს ტელეფონით.