პოლიტიკა
აბაშიძე - ნარიშკინის ვიზიტზე: „დაუშვებენ თუ არა სერგეი ნარიშკინსა და რუსეთის დელეგაციას თბილისში 2016 წლის ზაფხულში ეუთოს ასამბლეაზე, ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“

1-nariSkin-polit-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოფიციალური თბილისი და დაუშვებენ თუ არა სერგეი ნარიშკინს და რუსეთის დელეგაციას თბილისში 2016 წლის ზაფხულში გასამართ ეუთოს ასამბლეაზე. ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვს პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს.
ძალიან ნაადრევია მე მგონი ეხლა ამაზე საუბარი 2016 წლის ზაფხულში ვინ ჩამოვა საქართველოში. არის საკმარისი დრო და ამ ყველაფერს პასუხი მე მგონი ნელ-ნელა გაეცემა",- აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ია ვოლსკი ამბობს, რომ პირადად ნარიშკინში არ არის საქმე:

საკითხი დგას უფრო მწვავედ. ეს არის ის შექმნილი ვითარება, სადაც რუსეთი ერთ-ერთ მხარედ გამოდის, რომლის მიზეზითაც უამრავი პრობლემა არის მსოფლიოში შექმნილი. ეს არის მთავარი და არა ნარიშკინი ან მისი რომელიმე დელეგაციის წევრი", - აცხადებს გია ვოლსკი.

სერგეი ნარიშკინს საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსვლისთანავე სისხლის სამართალში მიცემა ემუქრება, რადგან 2010 წელს სოხუმში ვიზიტით იმყოფებოდა, რითაც რუსეთის დუმის სპიკერმა დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.