პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობა სამხრეთ კორეის სახელმწიფო წყლის კომპანიის ინვესტიციას ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატისადმი ნდობის გამოხატულებად განიხილავს“ - ირაკლი ღარიბაშვილი
1-korea-polit-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი.  ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Korea Water Corporation-ის პრეზიდენტ გაევონ ჩოის, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
კომპანია K Water ნენსკრას ხეობაში 280 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი დოლარია. შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრმა და კომპანიის პრეზიდენტმა „ნენსკრაჰესის“ საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაევონ ჩოის პროექტით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ისეთი ღირსეული ინვესტორების საქმიანობას საქართველოში, როგორიცაა სამხრეთ კორეის სახელმწიფო წყლის კომპანია.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზეც ისაუბრეს.