პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: „თუკი საქართველოსა და რუსეთს შორის ომი განმეორდება, ჩვენ გმირულად დავიღუპებით“

1-tini-polit-3-analitსაქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიტანულ გადაცემა HARDTALK-ში სტუმრობისას საქართველოსა და ნატოს სორის არსებულ ურთიერთობებსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა (ვიდეო იხ. აქ).
HARDTALK-ის შეკითხვას, ხომ არ აპირებენ რუსეთი და საქართველო გაიმეორონ 2008 წლის საომარი მოქმედებები, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა: თუკი მსოფლიო ისეთივე სუსტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება, თუკი მსოფლიო ვეღარ დაიცავს საერთაშორისო მშვიდობას, თუკი ნატო განაცხადებს, რომ სწორედ აქ მთავრდება მშვიდობა - მაშინ დიახ, ეს განმეორდება და თუ ეს მოხდება მანამ, სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება - ჩვენ გმირულად დავიღუპებით, სხვას ვერაფერს ვიღონებთ“.