აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: “მივესალმები საქართველოს მთავრობის ურყევ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მოკავშირეები და ნატო აგრძელებენ თქვენი მცდელობების მხარდაჭერას”

1-ien-aqtual-1-analitსაქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგისგან სამადლობელო წერილი მიიღო.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოსაზრებების ურთიერთგაზიარების და იმ არაჩვეულებრივი სადილის გამო, რითაც თქვენ გამიმასპინძლდით ჩემი ბოლო ვიზიტის დროს.
მივესალმები თქვენი მთავრობის ურყევ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების ჩატარებას. მადლობელი ვარ წელს მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მოწოდების გამო, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. მოკავშირეები და ნატო აგრძელებენ თქვენი მცდელობების მხარდაჭერას. ასევე, მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთად ჩაგვეტარებინა „ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, როგორც მთავარი ელემენტი, შარშან, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტისა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს მიერ მიღწეული ყველა წარმატება და გისურვოთ წინსვლა მომავალ საქმიანობაშიც
“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის წერილში.