აქტუალური
კორპორაცია „მიცუბიში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

1micubiS-aqtual-3საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. მადლობის წერილში, რომელიც მთავრობის მეთაურმა კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იორიჰიკო კოჯიმასგან მიიღო, ნათქვამია, რომ „მიცუბიში“ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა დალიანში „ზაფხულის დავოსის“ ფორუმის ფარგლებში. მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩემთან საუბარს დრო დაუთმეთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი იზრდება. ამ პროცესს კორპორაცია „მიცუბიში“ ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მე უკვე მივეცი შესაბამისი მითითებები ჩვენს ხელმძღვანელობას ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, ასევე პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჰიროში მიუოშის, რათა ისინი დაუკავშირდნენ თქვენი მთავრობის შესაბამის უწყებებს სამომავლო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით. ბატონი მიუოშის ოფისი თურქთში არის განთავსებული. კორპორაცია „მიცუბიში“ მზად არის, გააღრმავის ურთიერთობები თურქულ „ჩალიკ ჯგუფსა“ და საქართველოში დაინტერსებულ მხარეებთან. ჩვენი თანამშრომლობა უფრო დაგვაახლოებს და ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო ერთობლივ საქმიანობას“, - ნათქვამია იორიჰიკო კოჯიმას წერილში.