პოლიტიკა
საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომელიც "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვას გამოეხმაურა. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ის გაეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს და გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის, რაც გასათვალისწინებელია.
„მსგავსი პროექტი უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ თბილისის იმ პრეტენზიის ქალაქია, რომელიც უნდა გახდეს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონული ცენტრი, არამედ ახლო აღმოსავლეთის. მსგავს პროექტებს, რომლებიც დაამშვენებს, გაალამაზებს ჩვენს დედაქალაქს, ბუნებრივია, ხელს შევუწყობთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.