პოლიტიკა
გია ვოლსკი: „ნაციონალებთანაც ნინო ბურჯანაძეს ბევრი რამ აკავშირებს. მისი ჩათვლით, ყველა პარტია ნაციონალების ყოფილი და ახლანდელი თანამზრახველია“

1-giavolski-polit-3საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ადანაშაულებს და ერთკაციან პარტიებს უწოდებს. ერთკაციანმა პარტიებმა სხვა ნიშა ვერ მოძებნეს და როგორც ადრე, ახლაც გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის გარშემო. ვფიქრობ, ნაციონალებთანაც ნინო ბურჯანაძეს ბევრი რამ აკავშირებს... ფაქტია, ბურჯანაძის ჩათვლით, ყველა პარტია ნაციონალების ყოფილი და ახლანდელი თანამზრახველია. ვიცი ამ განცხადებით ამ პარტიებში აგრესიას გამოვიწვევ, მაგრამ იმის გამო, რომ მე არ მომაყენონ შეურაცხყოფა, რეალობას ვერ დავმალავ“, - აცხადებს „ვერსიასთან“ საუბარში გია ვოლსკი.

წყარო „ვერსია“