რელიგია
პატრიარქის აღსაყდრებიდან 33 წელი გავიდა

sakvirao-qadagსასულიერო აკადემიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორეს აღსაყდრებიდან 33 წელი აღნიშნეს. პატრიარქს ეს დღე მიულოცეს პროფესორ-მასწავლებლებმა, სასულიერო პირებმა და სიონის საკათედრო ტაძრის მგალობლებმა. სასულიერო აკადემიაში საიუბილეო დღის აღნიშვნა სიმბოლურად გადაწყდა, რადგან აკადემიის ჩამოყალიბებაში სწორედ პატრიარქს მიუძღვის უდიდესი წვლილი, ილია მეორემ სტუდენტებისგან ილია მართლის ხატი, ხოლო სასულიერო პირებისგან საჩუქრად კვერთხი მიიღო. დღესვე უწმინდესმა და უნეტარესმა პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიაძე უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიოგის სახელობის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პატრიარქმა შეხვედრისას ბრძანა: “თქვენი რწმენა, თქვენი სიყვარული და სასოება გადაარჩენს საქართველოს მე დარწმუნებული ვარ და მე მინდა ვთქვა, რომ მრავალი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, წმიდა მამათა და დედათა ლოცვით ღმერთი გადაარჩენს საქართველოს და გაამთლიანებს“.