პოლიტიკა
„აშშ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს” - აშშ-ის ელჩი იან კელი

1-kelly-polit-3-analitსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველო-აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკვე ჩამოვიდა საქართველში და დაიწყებს მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა წინამორბედების მსგავსად პროდუქტიული იქნება. გაგრძელდება ყველა პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ჰქონდა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირებულია და საერთაშორისო ასპარეზზე გვაერთიანებს. ბუნებრივია, ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი იმედები დიდწილად, სწორედ, ამერიკელების მხარდაჭერას უკავშირდება“, - აღნიშნა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უფრო პრაქტიკულ ჭრილში ვისაუბრეთ - რა გავაკეთეთ ერთობლივად, რისი გაუმჯობესება შეიძლება და კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ, მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ ბევრი ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება“, - აღნიშნა, კერძოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.