პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს და დანიის სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდა და კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიას დაესწრო

1-klint-polit-2-mtavarსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორ ესოზიმნა გნასინგბეს არაღიარების პოლიტიკისთვის, ასევე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დანიის სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჰელე თორნინგ შმიდტს შევხვდი. თბილი და მეგობრული შეხვედრა გამოვიდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაზე მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გახსნამდე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სახელმწიფოების მეთაურებს დახურულ მიღებაზე უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბილ კლინტონს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

1-klint-polit-2-1 1-klint-polit-2-2