პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს და ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

1-ekvat-polit-3-mtavarსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს თეოდორო ნგუემა ობიან მანუესს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

1-ekvat-polit-3-qvem