პოლიტიკა
“ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს; მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე
1-obb-polit-1-analitსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთარმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამას და  მსოფლიოს სხვა ლიდერებს გლობალური უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  “ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატოს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში", - აღნიშნა პრემიერმა.