საზოგადოება
დაკარგული მთასვლელის ძებნა გრძელდება

alpinist1სვანეთში ჩამოწოლილ ზვავში დაკარგული მთასვლელის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული, მათ შორის, ავიაციაც. დაკარგული ახალგაზრდის ძებნაში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

მესტიის რაიონის სოფელ მულახთან ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ორი ადგილობრივი მთასვლელი მთის ფერდობზე გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჩამოწოლილ ზვავს გადაურჩა, მეორე კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.