უცხოეთი
სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება მისცა. საბერძნეთმა კი თურქეთის თვითმფრინავების ჩამოგდება გადაწყვიტა

1gosd-zar-2-anსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს  რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება მისცა. სწორედ ასე და არა სხვაგვარად შეიძლება შეფასდეს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ჯონ კერის გამოსვლა, რომელმაც განაცხადება გააკეთა ჩილეში საერთაშორისო შეხვედრაზე ყოფნისას.

"ჩვენ საკმაოდ შეშფოთებული ვართ. ისეთი რამეები ხდება, რომ თურქეთი იძულებულია, დაიცვას თავისი უფლებები. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ სრული უფლება, ჩამოაგდონ თვითმფრინავები", - ციტირებს ბერძნული გამოცემა tribune.gr  აშშ-ის მთავარი დიპლომატის სიტყვებს, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.

საბერძნეთში, თავის მხრივ, გაიხსენეს თურქების მიერ საბერძნეთის საჰაერო სივრცის ყოველდღიური დარღვევის ფაქტები. „Ok, ბატონო კერი, თუ ხვალ ეგეოსის ზღვის ფსკერზე საბერძნეთი თურქეთის თვითმფრინავებს გაისტუმრებს, ხომ არ გაგვკიცხავთ? იმიტომ, რომ სწორედ ასე გავიგეთ ის, რასაც თქვენ ბრძანებთ“, - აღნიშნავს ბერძნული მედია.