უცხოეთი
აშშ-მა იერიში უნდა მიიტანოს სირიის ობიექტებზე რუსეთის ავიადარტყმების საპასუხოდ და უკრაინას იარაღი მიაწოდოს! - მაკკეინი

1-mak-zar-2-anსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. იმ დროს, როცა რფ-ისა დ ააშშ-ის სამხედრო უწყებებმა კონტაქტების გამყარების თაობაზე განაცხადეს, მათ შორის - სირიის თავზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემდგომ კი წინადადებები გაცვალეს ამ სფეროში ურთიერთქმედებისათვის, აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის ავიადარტყმების საპასუხოდ სირიაში იერიში უნდა მიიტანოს ბაშარ ასადის მთავრობისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე.

თუ რუსეთის გააგრძელებს ჩვენ მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციაზე შეტევებს, ჩვენ რუსული ინტერესები უნდა გავაძვიროთ - მაგალითად, სირიის რეჟიმისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე იერიშების მიტანით!“- განაცხადა სენატორმა გუშინ აშშ-ის სენატში.

ასევე, რუსეთზე ზეწოლის შესაძლო ხერხებად მან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, სანქციები და რფ-ის საერთაშორისო იზოლაციის გაზრდა დაასახელა.