აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: „ნატო მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე“

1-iensss-aqtual-1-analitსაქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შესახვედრად საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად შევიდა.    
კომისიის სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში რუსეთის ქმედებებიც დაგმო.

უელსის სამიტზე ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდაჭერას დაპირდა. ჩვენ ამ პაკეტით გათვალისწინებულ ელემენტებს უკვე ვახორციელებთ.

ივლისში ერთობლივი სწავლება „Agile Spirit“ ჩავატარეთ. აგვისტოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიალს დავესწარი. ნატოს 20 წევრი ქვეყანა შევთანხმდით, რომ ცენტრში მათ წარმომადგენლებს მივავლენთ და საქართველოს თავდაცვის რეფორმირებაში გავუწევთ მხარდაჭერას.

მნიშვნელოვანი საქმეა გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოება და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას.

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. მას უფლება აქვს განსაზღვროს თავისი მომავალი და უსაფრთხოების სისტემა.

მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც არღვევს საქართველოს საერთაშორისოდ  აღიარებულ საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე“,- განაცხადა, კერძოდ, იენს სტოლტენბერგმა.