აქტუალური
თინათინ ხიდაშელი: „ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად მათ აქტიურ მხარდამჭერას ველოდებით

1-tinaaaa-aqtual-2საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრებისას დროს მხარეებმა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების განმტკიცებაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.

„ჩვენი ამოცანაა,  თურქეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად ყველა იმ პროექტის  ნაწილი ვიყოთ, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით ნატოს გეგმებზე ვისაუბრეთ რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან. საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და, შესაბამისად, ამ პროცესში გვერდზე ვერ დადგება.  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრისგანაც მივიღეთ პირობა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში ნატო უფრო აქტიურად ჩაერთვება.  რუმინეთი და ბულგარეთი ჩვენი აქტიური მხარდამჭერები არიან. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე  ჩვენს სხვა მეგობრებთან  ერთად მათ აქტიურ მხარდამჭერას ველოდებით. დარწმუნებული ვარ,  ერთობლივი მცდელობა საბოლოო ჯამში შედეგს აუცილებლად გამოიღებს“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.