აქტუალური
ჟან-ივ ლე დრიანი: „საფრანგეთი საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს“

1-Drian-aqtual-3-analitსაქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. არსებითი პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე იდენტიფიცირებულები არიან პროექტის ლიდერი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სფეროს სხვადასხვა კომპონენტების გაუმჯობესება- გაძლიერებაზე ზრუნავენ.

საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სეგმენტში საქართველოს დახმარების კუთხით ლიდერი ქვეყანა გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ფრანგებს უზარმაზარი გამოცდილება და რესურსები აქვთ და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის, არამედ, მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დღემდე საფრანგეთი ნატოს კონტექსტში, ორმხრივად, საქართველოს პარტნიორთა სიაში არ იყო. არ იყო იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთანაც ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა გვქონდა. დღეს მივიღეთ პასუხი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ ამერიკელებისა და გერმანელების მსგავსად ისინიც ხდებიან საქართველოს პარტნიორები. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის საკითხში საფრანგეთი ხდება ლიდერი ქვეყანა. პოლიტიკურად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან. საქართველო-ნატოს ურთიერთობების კონტექსტში  მათი თანამონაწილეობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ასევე, ჩვენ მივიღეთ დაპირება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ მომავალი წლის დასაწყისში ის საქართველოში ჩამოვა, რაც ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი პოლიტიკური დადასტურება იქნება“, - განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.