აქტუალური
„ვაკეთებთ – გაიძახით, რომ გადათხრილია ქალაქი. არ ვაკეთებთ და გაიძახოდნენ – მერია არ მუშაობსო" - დავით ნარმანია

1-delaem-AQTUAL-3საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის არ აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებების გამო თანამდებობის დატოვებას. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ოპოზიციის ამ მოთხოვნას ნარმანია "ობიექტურობას მოკლებულს" უწოდებს.

ეს მოთხოვნა ობიექტურობას მოკლებულია... მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებიდან გამომდინარე, ჩემი თანამდებობა დავტოვო...

ხალხმა უნდა შეაფასოს, მერი ეფექტურია თუ არაეფექტური. არ ვაპირებ საკუთარი თავის შეფასებას. ერთი, რაც ვიცი, რა რესურსებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ვაკეთებთ – გაიძახით, რომ ცუდია და გადათხრილია ქალაქი. არ ვაკეთებთ და გაიძახოდნენ – მერია არ მუშაობს და არაფერს აკეთებსო", - განმარტავს თბილისის მერი.