უცხოეთი
საქართველოს პროკურატურის მიერ 6 სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი სააკაშვილი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება ჰააგის სისხლის სამართლის საქმეების სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში ხალხს აპატიმრებს (ვიდეო)

1-miSS-zar-1-anსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში რიგი სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტია (მათ შორის, „დაზარალებულის პირადი ღირსების შელახვით სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადაჭარბების მუხლით“), რომლის საქმესაც ჰააგის სისხლის სამართლის საქმეების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს, სოფელ კრიჟანოვკის (უკრაინა) ადგილობრივ სასოფლო საბჭოს მიწების გადანაწილებისას მაქინაციებში ადანაშაულებს. მიზეზები, რომელთა გამოც სოფელ კრიჟანოვკაში სანაპიროზე ყველაზე ძირად ღირებული მიწებია, მან თავის ფეისბუქ-გვერდზე დაასახელა. „გადავწყვიტეთ ამ თვითნებობას ბოლო მოვუღოთ. როცა იქ მივედი, ხალხი პლაკატებით დამხვდა, სასოფლო საბჭოს სწორედ ის წევრები, რომლებმაც ეს მიწა მიისაკუთრეს! მე ყურად ვიღებ თითოეული მცოხვრების აზრს, მაგრამ ეს მაფია მე ვერ მაჯობებს! მიმიფურთხებია თქვენი... კორუფციული ინტერესებისათვის!“ - დაწერა მან.

რეგიონის მეთაურის თქმით, ამ რაიონში მიწის ნაკვეთებს სასოფლო საბჭო ანაწილებს. სააკაშვილი ირწმუნება, რომ მიწების დიდი ნაწილი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ხელმძღვანელთა ოჯახების წევრებს ეკუთვნის. „ასეთივე სიტუაციია მთელ უკრაინაში. კანდიდატები მასობრივად მიდიან საოლქო და საქალაქო საბჭოებში, რათა მოიპარონ“, - განაცხადა მან.

სოფლის მოსახლეებთან შეხვედრისას დაპირისპირება მოხდა მიხეილ სააკაშვილსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. საბოლოოდ გუბერნატორი ყვირილზე გადავიდა და ყველა კორუფციონერს, უპირველესად კი კრიჟანოვკის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კრუპიცას, დაჭერას დაჰპირდა.