უცხოეთი
ოდესის საბაჟოს უფროსი სააკაშვილის თანაშემწე და საყვარელი, მაიდანის 26 წლის ვარსკვლავი იულია მარუშევსკაია გახდება!

maid-zar-1-an-mtსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სააკაშვილმა მე-7 უკრაინული არხის ეთერში განაცხადა. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი: „ვიმედოვნებ, რომ იულია მარუშევსკაია თავისი მოვალეობების შესრულებას ოდესის საბაჟოს უფროსის პოსტზე უკვე მომდევნო კვირას შეუდგება“. ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ სერიოზულად განაახლებს საბაჟოს თითქმის მთელ შემადგენლობას და უწყებაში ყველა მაკონტროლებელი ორგანოს ლიკვიდაციას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ მაიდანის 26 წლის ვარსკვლავის კარიერული აღმასვლა ამა წლის ზაფხულში დაიწყო, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მარუშევსკაია თავის მოადგილედ დანიშნა. ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მექალთანე (და არა მარტო მექალთანე) სააკაშვილის ოდესაში ჩამოსვლისთანავე მგზნებარე ლამაზმანების რიცხვი ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება (იხ. ფოტო ქვემოთ).

მაგალითად, ოდესის მილიციის პრესსამსახურს ახლახან სათავეში ჩაუდგა პროფესიონალი მოდელი ანა პანჩევა, რომელიც უწინ შიშველი პოზირებდა მამაკაცების ჟურნალ MAXIM-თვის.

maid-zar-1-an-qv