უცხოეთი
კრემლში კომენტარი გაუკეთეს აშშ-ის უარს მედვედევის მიღებაზე

med-zarub-3საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. კრემლში წუხან ვაშინგტონის უარის გამო, მიიღოს რუსეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევით სათავეში, სირიის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებული დიალოგისათვის. ამის შესახებ 14 ოქტომბერს სახემწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მხოლოდ წუხილის გამოხატვა შეგვიძლია. დიალოგზე ნებისმიერი უარი, მით უფრო ისეთ მგრძნობიარე სიტუაციაში, როგორიც სირიაშია, ხელს არ უწყობს, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნისა და მთელი რეგიონის ე. წ. „ისლამური სახელმწიფოსგან“ გადარჩენას“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის წინადადება, დაინიშნოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელად დიმიტრი მედვედევი, რომელსაც შეეძლო გამგზავრებულიყო აშშ-ში სირიის საკითხთან დაკავშირებით კონტაქტების დასამყარებლად, მოწმობს მოსკოვის მიერ დღის წესრიგის ამ პუნქტისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის მინიჭებას. „ჩვენ ვიცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მუდმივ კონტაქტში იმყოფება თავის კოლეგა (სახელმწიფო მდივან ჯონ) კერისთან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ხაზგასმით იყო შეთავაზებული გაცილებით მაღალი დონე“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მუშაობას განაგრძობს „სირიის არმიის შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერის კუთხით“.