უცხოეთი
საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ნოემბრის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება.
უწყების ინფორმაციით შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 23 ოქტომბერს შემდგარი სატელეფონო საუბრისას მოილაპარაკეს.