უცხოეთი
ვ. პუტინის გამოსვლა კლუბ „ვალდაიში“ - მსოფლიო მასმედიის მთავარი თემა

1put-zar-1საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ მიზანი სირიაში  პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის  დამხობაა, ხოლო რუსეთის - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საკითხში  დამასკოს მხარდაჭერაა, -  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  პლენარულ სხდომაზე სადისკუსიო კლუბ "ვალდაი"-ში გამოსვლისას.

"აშშ-ის მიზანია ასადისგან თავის დაღწევა. მერწმუნეთ, ასეა. ჩვენი მიზანია  ტერორიზმის დამარცხება,  დავეხმაროთ  პრეზიდენტ ასადს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  იმედია, წარმატებულად წარიმართება და დასრულდება პოლიტიკური  პროცესები ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა ამ რთულ სიტუაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ჯარები სირიაში პირველ რიგში რუსების ინტერესებს იცავენ.

"ისინი დარტყმებს აყენებენ იმ  ბანდიტებს და მათ დაჯგუფებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პუტინმა და რუსი მფრინავების გმირობა და თავდადება აღნიშნა.