უცხოეთი
საუდის არაბეთში ქმრებს ცოლების შეჭმის უფლება მისცეს

1Jena-zar-2საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საუდის არაბეთის მთავარმა მუფთმა, აბდულაზიზ ალი შეიხმა განაცხადა, რომ შიმშილის ზღვარზე ყოფნის დროს ქმრებს უფლება აქვთ, შეჭამონ საკუთარი ცოლები.
ამასთან, დასძინა სასულიერო პირმა, ქალს უფლება არ ექნება, წინააღმდეგობა გაუწიოს ქმარს, რადგან "ის ქმრის ნაწილია", - წერს გამოცემა Mirror-ი.

"თუ მამაკაცი შიმშილის ზღვარზე იქნება და შინ არანაირი საკვები არ იქნება, მას შეუძლია, ცოლს მოაჭრას სხეულის ნებისმიერი ნაწილი და მიირთვას", - განაცხადა აბდულაზიზ ალი შეიხმა.

"ქალი ქმრის ამ გადაწყვეტილებას მოთმინებითა და მორჩილებით უნდა შეხვდეს", -დააკონკრეტა მუფთმა.

სასულიერო პირის ამ განცხადებამ საუდის არაბეთსა და სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ამ განცხადების ტექსტი აბდულაზიზის ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ეს, შესაძლოა, იმის მანიშნებელიც იყოს, რომ მუფთი კანონის შემოღებას არ ჩქარობს, რათა არ გამოიწვიოს საზოგადოების რისხვა.