აქტუალური
ქიბარ ხალვაში: „ტელე-დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები“

1kalvaS-aqtual-1-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ ნათქვამია:

„საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელმა ჩემმა შეხვედრამ მედიაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და შეგვხვდა. ჩვენ მას მოვუყევით ყველაფერი, რაც საქმის სამართლებრივ მხარეს ეხება, ვთხოვეთ, რომ დააკვირდეს სასამართლოს პროცესს, რამდენადაც ფაქტია, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის...

თუ რომელიმე ტელევიზია, მათ შორის, თუნდაც რუსთავი 2, მოახერხებს და ორგანიზებას გაუკეთებს ჩემს დებატებს მიშა სააკაშვილთან, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ამ, ჩემი აზრით, ყველასთვის საინტერესო პირდაპირ ეთერში.

გარწმუნებთ, სააკაშვილთან ჩემი დებატები სულ რამდენიმე წუთში დაუსვამს წერტილს ამ დავას და საზოგადოებას დაანახვებს ვინ რას წარმოადგენს და ვის რა ხელი ჰქონდა რუსთავი 2–თან.

რამდენიმე დღის წინ მე ტელედებატებში გამოვიწვიე რუსთავი 2–ის ნომინალური მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები, შემდგომ რუსთავი 2-ის ფაქტობრივი მეპატრონე, მიშა სააკაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ჩემს ამ გამოწვევას იგნორით უპასუხეს. ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია. რაც შეეხება ბატონ გვარამიას, – ნომინალური მფლობელების მიერ დაქირავებულ დირექტორადწოდებულთან, რა თქმა უნდა, სალაპარაკო არაფერი მაქვს”, - აცხადებს, კერძოდ, ბიზნესმენი.